2021 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტში 8 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება. ამის შესახებ, ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით უკვე მიმდინარეობს ტენდერი.
2021 წელს განხორციელდება შემდეგი პროექტები:
- ქიწნისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია;
- სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;
- წმინდა წყლის დასახლებაში სადრენაჟე სისტემის მოწყობა (გაუქმებული N2 სათავის ტერიტორიაზე)
- ჭალის დასახლებაში FIFA-ს სტანდარტების დაცვით ხელოვნურსაფარიანი ორი სტადიონისა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა;
- გოგებაშვილის ქუჩის გაგრძელების რეაბილიტაცია (მონაკვეთი ქუთაისის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე);
- ქორდში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (ხაჩიურების უბანი);
- ხელთუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;
- კვარხეთიდან ზერტამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს აღნიშნული ფონდის დაფინანსებით გრძელდება 2020 წელს დაწყებული ხუთი ინფრასტრუქტურული პროექტი. ესენია:
- შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია;
- ამილახვრის ქუჩის რეაბილიტაცია;
- ტყვიავის ქუჩის რეაბილიტაცია;
- წედისი, ბნავისი, ოლოზის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;
- ხიდისთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელებული 13 პროექტის ჯამური ღირებულება 8 274 392 ლარია