Back to Top
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 12:31

საქართველოს ფოსტამ გორში გაფიცული კურიერების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

Rate this item
(0 votes)

"საქართველოს ფოსტამ" გორში გაფიცული კურიერების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. არგუმენტად კი, იმას ასახელებს, რომ კურიერებმა დაარღვიეს კანონი, როცა წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაიფიცნენ.

 

" მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ყველას აქვს გაფიცვის უფლება, იგივე კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ გაფიცვის სურვილის შემთხვევაში წინასწარ უნდა მოხდეს დამსაქმებლის ინფორმირება საკუთარი განზრახვის შესახებ, რომ ამ ქმედებით ზიანი არ მიადგეს მომხმარებლებს. შედეგად, მოხდა საფოსტო სერვისებზე აბონენტების წვდომის შეწყვეტა. „საქართველოს ფოსტამ“ გაფიცვის უკანონობასთან დაკავშირებით სარჩელი შეტანილი იქნა სასამართლოში" , - აცხადებენ კომპანიაში.

 

მათივე ცნობით, კომპანიასა და გაფიცული თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად კურიერებმა უკვე შეწყვიტეს გაფიცვა, დაუბრუნდნენ სამუშაო პროცესს და შესაბამისად გააგრძელეს მუშაობა „საქართველოს ფოსტასა“ და მათ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.

Read 155 times