Back to Top
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 16:17

ნაირა ბეპიევას ავტორობით, ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი გამოიცა

Rate this item
(0 votes)
"კავკასიური მოზაიკას" ხელმძღვანელმა ნაირა ბეპიევამ ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასკოლო ლექსიკონი გამოსცა.
 
ლექსიკონი 22 000-ზე მეტ სიტყვა-სტატიას მოიცავს. ის ეფუძნება ქართულ-ოსურ და ოსურ-ქართულ ლექსიკონს, აკადემიურ გამოცემას, მთავარი რედაქტორი და შემდგენელი ნაირა ბეპიევია. მისი განმარტებით, ასეთი სახის ლექსიკონი დღემდე არ გამოცემულა და ქართულ-ოსურ საგანმანათლებლო ურთიერთობებში ეს ნაბიჯი მისი აზრით მნიშვნელოვანია.
 
"ლექსიკონში გამოყენებულია თანამედროვე მეთოდოლოგია, სიტყვა-სტატიებს ერთვის იდიომები, ომონიმები, პარონიმები და სხვ. წიგნი სათანადო დახმარებას გაუწევს მეცნიერებს, მკვლევრებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, მთარგმნელებსა და ქართული და ოსური ენების საფუძვლიანად შესწავლის მსურველთ",-ამბობს წიგნის ავტორი.
 
წიგნი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გამოიცა.
Read 129 times