Back to Top
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2021 12:31

გორში კაცმა ყოფილი მეუღლე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა

Rate this item
(0 votes)

გორში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. ქალმა პოლიცია გამოიძახა და საქმე გორის რაიონულ სასამართლოში გაგრძელდა.

 

პროკურორის განმარტებით, ყოფილ მეუღლლეს ი.ა-მ, რომელიც არის აზერბაიჯანის მოქალაქე, შვილის თანდასწრებით გადაუგრიხა ხელი დ მოქაჩა თმა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორენ აწილის ბე ქვეპუნქტით მიმდინარეობდა.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. მხარეებს კი, წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდიათ.

 

საქმეზე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა იმსჯელა. მან ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ჩაუთვალა პირობით,   1 წლის გამოსაცდელი ვადით.

Read 105 times