ოქროს მედლის მფლობელი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდა, ვერცხლის მედალი დაისაკუთრა დავით ტლაშაძემ (74 კგ), ბრინჯაოს მედლები კი ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ) და ლადო ხინჩეგაშვილმა (65 კგ) აიღეს.
სულ, ნიცაში, საქართველოს ნაკრები 10 მოჭიდავით იყო წარმოდგენილი და აქედან 9 სპორტსმენმა მედალი აიღო. მედლებიდან 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს სინჯისაა.