სააგენტოს ინფორმაციით, შტატგარეშეთა რაოდენობა არ შეცვლილა და წელსაც 469 ადამიანთან გააგრძელებს სააგენტო შრომით ურთიერთობას.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული ა(ა)იპ ერთ-ერთი მთავარი გაერთიანება იყო, რომლის მიმართაც აუდიტის სამსახურს გაბერილ შტატებზე რიგი შენიშვნები ჰქონდა. თუმცა კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გელა კაპანაძემ აღნიშნა, რომ რეკომენდაციები ამ მხრივ გათვალისწინებულია.