Back to Top
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021 16:03

შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა 

Rate this item
(0 votes)

ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დარბაზი მზადაა მაღალი დონის შეხვედრებს უმასპინძლოს.

 

 

"სკოლაში, სადაც 120 ბავშვი ვარჯიშობს, ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი. პროექტი, რომელიც გორის მერიამ განახორციელა, დარბაზის კოსმეტიკურ რემონტს, სველი წერტილებისა და საუნის, გასახდელისა და შესასვლელი ოთახის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა", - ამბობენ გორის მერიაში. 

 

 

დასრულებული სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.

Read 200 times