აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ, სპორტულმა დირექტორმა ვანო ხორგუაშვილმა და ანდრეი დემჩენკომ საზოგადოებას ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპზე "დილას" გეგმები გააცნეს.
პრესკონფერენციაზე იმ ფეხბურთელთა ვინაობაც დაასახელეს, რომლებმაც დატოვეს გუნდი და რომლებიც დაიმატეს სატრანსფერო პერიოდში.
გორის "დილა" დატოვა ასევე გიორგი ჩოჩიშვილმა, რომლის საქმიანობის გაგრძელების ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
"ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ჩამოვედი. მე მიყვარს ეს ქვეყანა. აქ ნამყოფი ვარ როგორც ტურისტი და როგორც ფეხბურთელი. ახლა კი მაქვს ბედნიერება, მწვრთნელის ამპლუაშიც ვიყო საქართველოში. ადრე არაერთ ქართველ ფეხბურთელთან ერთად მითამაშია. ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი ამ ქვეყნისა და ქართველების მიმართ",- ამბობს დემჩენკო.
"დილამ" შეკრება 11 იანვარს დაიწყო. პირველი მოსამზადებელი ეტაპი გორში მიმდინარეობს, მეორე ეტაპზე კი დაგეგმილია გამგზავრება თურქეთში, სადაც "დილა" ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს.