Back to Top
ორშაბათი, 25 იანვარი 2021 15:18

წმინდაწყლის ბაზრობაზე მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას ითხოვენ

Rate this item
(0 votes)

გორში, წმინდაწყლის ბაზრობასთან მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. 

 

ისინი ადმინისტრაციისგან საქმიანობის გაგრძელების შესახებ ნებართვას ითხოვენ. მათი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულმა შეზღუდვებმა და შემდეგ შენობაში გაჩენილმა ხანძარმა სერიოზული ზარალი მიაყენა, ამიტომ როგორც თავად განმარტავენ, საარსებო მინიმუმის მისაღებად, საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვანია. 

 

აქციის მონაწილეებს ბაზრობის დირექტორი შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოვაჭრეთა არნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. თავად ადმინისტრაციაში კი განმარტავენ, რომ ხანძრის შემდეგ შენობა უსაფრთხოა და მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას სახურავის შეკეთებამდეც შეძლებენ. 

 

ჯერჯერობით უცნობია, გაიხსნება თუ არა 15 თებერვლისთვის აღნიშნული ობიექტი. ინფორმაციისთვის, მთავრობა სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების მოხსნას, სწორედ თებერვლის მეორე ნახევრიდან გეგმავს. 

 

იხ. ვიდეო.

Read 393 times Last modified on ორშაბათი, 25 იანვარი 2021 16:12