Print this page
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021 15:43

მანველიშვილმა საჯარო მოხელისთვის ნაგვის ურნის ჩამომხობის ფაქტზე კომენტარი არ გააკეთა

Rate this item
(0 votes)

გორის მერიის ადმინისტრაციის და შესყიდვების სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ მანველიშვილმა, რომელმაც 2018 წლის ოქტომბერში გორის მერიასთან საპროტესტო აქციაზე სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვით სავსე ურნა დაამხო, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატზე განხორციელებულ ანალოგიურ ინციდენტზე კომენტარი არ გააკეთა.



"​ვიცი რაზეც მიკავშირდებით, კომენტარის გაკეთება არ მსურს, არც თქვენთან და არც არავისთან", - აღნიშნა თემურ მანველიშვილმა


​ინფორმაციისთვის, მაქარაშვილი 2018 წელს აპროტესტებდა გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის, განცხადებას, თითქოს აგვისტოს ომის დროს ცხინვალი გორიდან დაიბომბა. აქციის დროს გიგა მაქარაშვილმა გორის მერიის შენობასთან ფუნა და ხორბალი დაყარა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა აქციის დასრულების შემდეგ მაქარაშვილი ტერიტორიას ასუფთავებდა.

Read 301 times