Back to Top
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021 15:46

ბაღების სააგენტო: გორში, აღსაზრდელები თვენახევრის პროდუქტს თებერვალში ერთად მიიღებენ

Rate this item
(0 votes)

საკვებ პროდუქტზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო შესაბამისი კომპანიის შერჩევას ხელახლა შეეცდება.

 

 

სააგენტოს ხელმძღვანელი, ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ იანვარში აღსაზრდელებისთვის პროდუქტის გაცემა არ მოხდება, თებერვალში კი ბავშვები თვენახევრის საკვებს ერთად მიიღებენ.

 

 

"გასულ თვეშიც დავარიგეთ ბავშვებისთვის პროდუქტი, შემდეგ გამოვაცხადეთ ტენდერი, რომელიც არ შედგა, მოუწესრიგებელი დოკუმენტაციის გამო. გამოვაცხადებთ ახალ ტენდერს და ვფიქრობთ იანვრის ნახევრისა და თებერვლის პროდუქტს აღსაზრდელებისთვის ერთად გავცემთ",- ამბობს ლია კოვზიაშვილი.

Read 938 times