Back to Top
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2021 10:51

ვის შეუძლია ისარგებლოს გორის მერიის სოციალური დახმარების პროგრამით? 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წელს სოციალური დახმარების წესი შეიმუშავა. როგორც მერიაში ამბობენ, დახმარებით სარგებლობა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეეძლებათ. თანხის მისაღებად კი მერიას წერილობით უნდა მიმართონ.

 

 

დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მიიღება მოქალაქეებს მერიის ვებგვერდზე შეუძლიათ. MS.GOV.GE.

 

 

ვის შეუძლია ისარგებლოს გორის მერიის სოციალური პროგრამით? 

 

 

გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული ფულადი დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს:

 

 

სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა: 0-დან 100 000 ჩათვლით) სტუდენტების სწავლის

ღირებულების დაფინანსება წელიწადში ერთხელ - 500 ლარი;

 

 

ოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ნაკრების მოქმედ, სოციალურად დაუცველი (ქულა: 0-დან 100 000 ჩათვლით) სპორტსმენების დახმარება წელიწადში ერთხელ - 500 ლარი;

 

 

დედ-მამით ობოლი ბავშვებისა (0-დან 18 წლამდე) და იმ ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები. წელიწადში ერთხელ - 1000 ლარი;

 

 

სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარება (მხოლოდ საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში)

წელიწადში ერთხელ - არაუმეტეს 3000 ლარისა (ზარალის რაოდენობის გათვალისწინებით);

 

 

საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების დახმარება წელიწადში ერთხელ - 300 ლარი;

 

საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შშმ ვეტერანების დახმარება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი) - 300 ლარი;

 

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების დახმარება ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით - 300 ლარი;

 

საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დახმარება "ვეტერანის დღესთან" დაკავშირებით (17 ოქტომბერი) – 200 ლარი;

 

დახმარება მე-3 შვილის შეძენისას (სარეიტინგო ქულა 0 - დან 150 000 - მდე; სამივე შვილი 0-დან 18 წლამდე) 200 ლარი

4 შვილიანი ოჯახების დახმარება (ოთხივე შვილი 0-დან 18 წლამდე) წელიწადში ერთხელ - 400 ლარი;

 

5 და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება (ყველა შვილი 0-დან 18 წლამდე) წელიწადში ერთხელ თითო ბავშვზე - 200 ლარი;

 

ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესების დახმარება წელიწადში ერთხელ - 1000 ლარი;

 

სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარება, რომელთაც ჰყავთ ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები (0-დან 18-წლამდე) სარეიტინგო ქულა 0-დან – 70 000 ის ჩათვლით - 500 ლარი;

 

სარეიტინგო ქულა 70 000-დან – 100 000 ის ჩათვლით - 300 ლარი;

 

სარეიტინგო ქულა 100 000-დან – 150 000 ის ჩათვლით - 200 ლარი;

 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლების (ბენეფიციარების) დახმარება წელიწადში ერთხელ - 300 ლარი;

 

მიუსაფარი ადამიანების ქირით უზრუნველყოფა თვეში 100 ლარის ოდენობით;

 

მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება წელიწადში ერთხელ - 250 ლარი;

 

მნიშვნელოვნად გამოხატულ (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით) წელიწადში ერთხელ - 200 ლარი;

 

სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯობა ICD H-90.6; H-91.9) ადამიანების დახმარება წელიწადში ერთხელ - 200 ლარი;

 

2021 წლის 1 იანვრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულების დახმარება

წელიწადში ერთხელ - 250 ლარი;

 

2021 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი (არაუმეტეს 21 წლისა) მოქალაქეების დახმარება

წელიწადში ერთხელ - 300 ლარი;

 

რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება თანადაფინანსებით თითოელ ბავშვზე თვეში - 80 ლარი;

 

 

გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობისას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების სოციალურად დაუცველი წევრების წილის დაფინანსება.

 

მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება მოსახლეობის ხუთ კატეგორიას გაეწევა.

 

გორის მერია უზრუნველყოფს დევნილების, ომის ვეტერანების, უპატრონო მიცვალებულებისა და იმ ოჯახების წევრების სარიტუალო ხარჯების დაფინანსებას, რომლებიც სარგებლობენ მერიის ქირავნობის პროგრამით და უწყების მიერ უზრუნველყოფილნი არიან დროებითი საცხოვრებელი ფართებით.

 

2021 წელს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შემთხვევაში, იმ მოქალაქეებს რომლებიც საჭიროებენ დიალიზის პროცედურას, დაუფინანსდებათ ტრანსპორტირების ხარჯები.

Read 492 times Last modified on ხუთშაბათი, 28 იანვარი 2021 11:37