Back to Top
ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 15:34

ნუგზარ სხირელის ჭიდაობის სკოლას ლადო ხინჩეგაშვილი უხელმძღვანელებს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის მენეჯერად, ლადო ხინჩეგაშვილი დაინიშნა.


ჭიდაობის ამ სკოლას, დაარსებიდან, თავად მწვრთნელი, ნუგზარ სხირელი ხელმძღვანელობდა. ერთი თვის წინ ის ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა და მისი სამსახურებრივი პოზიცია, მას შემდეგ ვაკანტური გახდა.


"ლადო ხინჩეგაშვილი, გორის სპორტის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. ის არის, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის რამდენიმე გზის ჩემპიონი. ლადოს პირადი მწვრთნელი, სწორედ ბატონი ნუგზარ სხირელი გახლდათ. მას, ხინჩეგაშვილის, ისევე, როგორც სხვა ტიტულოვანი გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავეების აღზრდასა და დაოსტატებაში და საერთოდაც, გორში თავისუფალი ჭიდაობის მსოფლიოში აღიარებული კერის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვოდა. ამიერიდან, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბატონი ნუგზარის დაწყებულს საქმეს, მისივე შეგირდი ლადო ხინჩეგაშვილი გააგრძელებს.",-განმარტავენ სააგენტოში.



Read 656 times Last modified on ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 15:44