Back to Top
სამშაბათი, 23 თებერვალი 2021 16:38

1-ლი მარტიდან საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს 09:00-დან 10:00-მდე მიიღებენ

Rate this item
(0 votes)

სკოლამდელი აღზრდის სააგენტო 1-ლი მარტიდან, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, აღსაზრდელების მიღებას და მუშაობის განახლებას გეგმავს.

 

ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გაზაფხულიდან კვების რაციონში რაიმე ცვლილების განხორციელება არ იგეგმება და ამ მხრივ ის რეჟიმი შენარჩუნდება, რაც 2020 წლის შემოდგომით, სასწავლო პროცესის დაწყებისას იყო.


სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში აცხადებენ, რომ მშობლების დიდი ნაწილი თანახმაა მარტიდან ბავშვები საბავშვო ბაღებში ატარონ, თუმცა შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სააგენტომ თავისუფალი დასწრების რეჟიმი გამოაცხადოს.


"რა რეგულაციებითაც ოქტომბერში ვმუშაობდით, იგივე რეგულაციები გვექნება. 9-დან 10 საათამდე მოხდება აღსაზრდელების მიღება. ჯერ უფროსი ასაკის ბავშვები უნდა მოვიდნენ, ყველაზე გვიან კი პატარებს მივიღებთ, რადგან 1 საათი არ მოუწიოთ პატარებს მოცდა საუზმეზე. ვფიქრობთ, თავიდან იყოს თავისუფალი დასწრების რეჟიმი. ეს გადაწყვეტილება არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული, ვნახოთ, ჯერ ეს არ გამოგვიცხადებია", - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

Read 1587 times