Back to Top
სამშაბათი, 23 თებერვალი 2021 16:42

შიდა ქართლის გუბერნიამ 4 წელში 218 028 ლარის საწვავი დახარჯა

Rate this item
(0 votes)

2017-2020 წლებში შიდა ქართლის გუბერნიის საწვავის ხარჯებმა 200 000 ლარს გადააჭარბა.

 

ამ პერიოდში შიდა ქართლში გუბერნატორი 3-ჯერ შეიცვალა. კახა სამხარაძის და აკაკი მაჭუტაძის შემდეგ, 2018-2020 წლებში სამხარეო ადმინისტრაციას ამჟამინდელი მაჟორიტარი გორი-კასპის ოლქში, გიორგი ხოჯევანიშვილი ხელმძღვანელობდა. ყველაზე მეტი თანხა საწვავისთვის სწორედ მისი გუბერნატორობის პერიოდში დაიხარჯა.


ამ მხრივ გამორჩეული 2019 წელი იყო, რა დროსაც გუბერნიამ 62 346 ლარის საწვავი დახარჯა. ამ პერიოდში შიდა ქართლის გუბერნიის წარმომადგენელთა სარგებლობაში 8 ავტომობოლი ირიცხებოდა.  


რაც შეეხება სხვა ხარჯებს, 2017-2020 წლებში მობილური ტელეფონით კომუნიკაციაში გუბერნიამ 23 222 ლარი, ხოლო წარმომადგენლობით ხარჯებზე 15 153 ლარი მოიხმარა.

 

Read 102 times