უწყებაში განმარტავენ, რომ სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე განახლდება.
"გზის რეაბილიტაცია უამინდობის გამო დროებით შეჩერდა, რადგან ასეთ ამინდში მუშაობა არ შეიძლება და სამუშაოები უხარისხოდ შესრულდება, კომპანიას ვადებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, როგორც კი გამოიამინდებს, სამუშაოები აღდგება", - განმარტავენ მერიაში.
ხელშეკრულების მიხედვით, ატენის საავტომობილო გზის 12.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.