Back to Top
პარასკევი, 26 თებერვალი 2021 15:00

გორში „ლეიბორისტული პარტიის“ კოორდინატორმა პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში, ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა თამაზ ხუციშვილმა, პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა და საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.

 

"ხუციშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში, საავტომობილო გზაზე გადაადგილდებოდა პირბადის გარეშე, რის გამოც იგი დაჯარიმებულ იქნა. ოქმის შევსებისას კი თამაზ ხუციშვილმა მოულოდნელად მიმართა მათ, სამართალდარღვევის ოქმი ამოესვათ უკან პოლიციელებსა და ბიძინა ივანიშვილს" , - განაცხადეს პოლიციელებმა ჩვენების მიცემისას.

 

აღნიშნული ფაქტის, გამო მოსამართლემ ხუციშვილი სიტყვიერი შენიშვნის სანაცვლოდ გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

Read 268 times