Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 05 მაისი 2018 15:07

კაპანაძე: რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მაქვს საკანონმდებლო ინიციატივა

Rate this item
(0 votes)

პარლამენტარი სერგი კაპანაძე რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ახალი ინიციატივით გამოდის. ის გეგმავს, რომ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი შესთავაზოს, რომელიც რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ამის შესახებ სერგი კაპანაძემ რადიო ,,მოზაიკას“ დემოკრატიის სკოლაში ესაუბრა. პარლამენტარი პროდასავლურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

"პრორუსული პროპაგანდის გაზრდა პირდაპირ ასახულია სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში. ეს გააქტიურება განსაკუთრებით შეიმჩნევა ბოლო რამდენიმე თვეში. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ინფორმაცია, რომ სახელმწიფო სახსრები გაედინება ისეთ გამომცემლობებსა და რედაქციებში, რომლებიც პრორუსულ და ქსენოფობიურ პოლიტიკას ატარებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსულ ტელეარხებს უხდიან ფულს სარეკლამო რგოლების განსათავსებლად. ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შემოდის “გაზპრომ-მედია” თავისი საკმაოდ დიდი პაკეტით, “ენ-ტე-ვე პლუსით”, რაც არის სერიოზული გამოწვევა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის. საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევთავაზებთ საქართველოს პარლამენტს და იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერება ეყოფა უმრავლესობას - მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველო კანონმდებლობის გზით წავიდეს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ

Read 1711 times Last modified on შაბათი, 05 მაისი 2018 15:23