Back to Top
სამშაბათი, 02 მარტი 2021 14:59

მუზეუმების გახსნის პირველ დღეს ტურისტები გორს უზბეკეთიდან ესტუმრნენ

Rate this item
(0 votes)

3 თვიანი პაუზის შემდეგ მუზეუმებმა მუშაობა განაახლეს, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ტურისტები გორმაც მიიღო.

 

 

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, გუშინ ტურისტები გორში უზბეკეთიდან შემოვიდნენ, რომლებმაც სტალინის მუზეუმი დაათვალიერეს.

 

 

შეზღუდვების დაწესებამდე, დეკემბრის თვეში, გორში სულ 7 ტურისტი იყო რეგისტრირებული. გორის მერიაში ვარაუდობენ რომ მათი რაოდენობის ცვლილება ეტაპობრივად, ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

 

 

" მუზეუმები, ღვინის მარნები, საინფორმაციო ცენტრი, პანდემიის გამო დაკეტილი იყო, რის გამოც ვერც ტურისტები შემოდიოდნენ, ვერც ვიზიტორები. ტურიზმი ფაქტიურად მთლიანად შეჩერებული იყო. გუშინდელიდან დაიწყო ტურისტების აღრიცხვა და ერთი თვის მონაცემების შესახებ ინფორმაცია თვის ბოლოს გვექნება. ველოდებით ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის მიმართვას, როცა საინფორმაციო ცენტრები ერთიანად გაიხსნება.თუ კოვიდინფიცირებულთა რიცხვი კლებისკენ წავიდა, ალბათ უკვე აპრილის თვიდან ტურიზმი დაიწყებს გარკვეულ სტადიაში შესვლას", - ამბობს რობერტ მაღლაკელიძე.

Read 166 times