Back to Top
სამშაბათი, 02 მარტი 2021 19:08

სუს: ოკუპანტების მიერ დაკავებულ ზერტელ მამაკაცს დღეს გაათავისუფლებენ

Rate this item
(0 votes)

ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიიდან, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს დღეს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

 

 

"გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ამავე მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტის მაცხოვრებელი. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამოქმედდა ყველა შესაბამისი მექანიზმი. უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლება, დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უახლოეს პერიოდში მოხდება", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

ამავე თემაზე: გენადი ბესტაევს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

Read 175 times Last modified on სამშაბათი, 02 მარტი 2021 19:19