მე - 4ბ კლასის მოსწავლე კონკურსის ,,მიქსიკე-პრანგლიმინე" 28 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა. ფინალი 2021 წლის 1 მარტს გაიმართა.
"გელა მაჭარაშვილმა 4-6 კლასებს შორის მე-6 ადგილი დაიკავა და საერთაშორისო ონლაინ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო ფინალში მონაწილეობას იღებს ევროპის 8 ქვეყანა, ჩატარების თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გელას ვულოცავთ მიღწეულ შედეგს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!", - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.