"გთხოვთ მიუთითოთ შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიას მის არასწორ ქმედებაზე შპს B&B-ს დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით და მოსთხოვოთ შესყიდვის პროცედურების/შერჩევის პროცესის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება" , - ვკითხულობთ კომპანიის სარჩელში.
საქმე ეხება, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სწორედ აღნიშნულ ტენდერს გამოეთიშა ზემოთ ხსენებული კომპანია მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით.
საჩივარს დავების საბჭო 4 მარტს, 10:30 საათზე განიხილავს.