Back to Top
პარასკევი, 05 მარტი 2021 13:16

გორის საკრებულოში ახალი ფრაქცია „ქართული ოცნება-ერთობა“ იქმნება

Rate this item
(0 votes)

"ქართული ოცნება-ერთობა" , - ასე ერქმევა ახალ ფრაქციას, რომელსაც გორის საკრებულოში "მწვანეების" ყოფილი წარმომადგენლები აფუძნებენ.

 

 

"ქართული ოცნება-მწვანეები" როგორც ირკვევა, მისმა წევრებმა დატოვეს და ერთობლივი გადაწყვეტილებით ახალი ფრაქციის იდეა შეიმუშავეს. მისი ხელმძღვანელი ისევ რეხა-ბერბუკის მაჟორიტარი გიორგი შიოშვილი, მოადგილე ჯუმბერ გიგაური, მესამე წევრი კი - ხვიჩა ხიხალაშვილი იქნება. 

 

 

"როდესაც "ქართული ოცნება-მწვანეები" ერქვა ჩვენს ფრაქციას, რეკრეაციული ზონების მოწყობის საკითხზე არაერთი ინიციატივა დაგვიყენებია. ახლაც ისევ ვეცდებით ახალი სახელწოდებით, მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში მივიღოთ მონაწილეობა. ჯერჯერობით არ გვაქვს გადაწყვეტილი რა საკითხების ინიცირებით დავიწყებთ წელს მუშაობას", - აცხადებს გიორგი შიოშვილი.

 

 

აღნიშნულ საკითხს დეპუტატები საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ. 

Read 595 times