Back to Top
პარასკევი, 05 მარტი 2021 15:37

პროკურორი თ.კ -ს პატიმრობაში დატოვებას ითხოვს 

Rate this item
(0 votes)

გორის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულ თ.კ. -ს სასამართლო პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი საქმის პროკურორმა გააკეთა.

 

გიორგი კრავეიშვილის განცხადებით,  ბრალდების მხარე თ.კ-ს  პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს. 

 

 

" ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, მიგვაჩნია რომ მისი მხრიდან კვლავ არსებობს ანალოგიური დანაშაულის ჩადენის რისკი და ასევე მიმალვის საფრთხეც", - ამბობს კრავეიშვილი. 

 

 

ინფორმაციისთვის, გასულ წელს, გორის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის შედეგად, 19 წლის ე.თ. რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებულ თ.კ. -ს გამოძიება ე.თ- სთვის მიყენებულ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. 

 

Read 272 times