გორის რაიონულ სასამართლოში პროცესი დასრუდა. ბრალდების მხარე თ.კ-ს პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.
სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებებს, ადვოკატების განმარტებით ორ თვეში დასრულდება.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული თ.კ. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ბრალდებული თ.კ. ამ დრომდე 9 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფეოდა.
ინფორმაციისთვის, გასულ წელს, გორის ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის დროს 19 წლის ე.თ -ს ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანებები მიაყენეს. რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამავე თემაზე: ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა გამოკვლეული მტკიცებულებით არ დასტურდება