Back to Top
შაბათი, 06 მარტი 2021 23:46

კოშკა-გუგუტიაანთკართან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყე იწვის

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში კოშკა-გუგუტიაანთკარის სიახლოვეს, ოკუპირებულ ტყეს ცეცხლი უკიდია.

ფაქტის ამსახველ ფოტო-მასალას ადგილობრივები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, თუმცა მათივე თქმით, ჩაქრობის ნაცვლად, ცეცხლი ამ დრომდე უფრო მეტ ტერიტორიაზე გავრცელდა. 

 

"ცა გადაწითლებილია, კოშკთან ძალიან დაბლაა ჩამოსული, ალბათ ხილის ბაღებთანაც,ერთხელ დამწვარი სოფელი მეორედ დაწვის მოლოდინშია"-ამბობენ ადგილობრივები.

 

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. უწყების მხრიდან, აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. 

Read 457 times