Back to Top
კვირა, 07 მარტი 2021 00:14

გორს კიდევ 5 ახალი ავტობუსი გადასცეს

Rate this item
(0 votes)

გორში სულ 30 ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს.

 

მერიას დარჩენილი 5 ავტობუსიც გადაეცა და ამით ტრანსპორტის გადაცემის ეტაპები დასრულდა. 

 

ახალი ავტობუსები გორს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში გადასცა. EURO 5 -ის ტიპის ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი. მხარეთა შეთანხმების მიხედვით, გადახდილი თანხის თითქმის 80%, გორის მერიას სესხად გაუფორმდა, რაც მუნიციპალიტეტმა 10 წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. 

 

"ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული ავტობუსები აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას, აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის",-განმარტავენ ტრანსპორტის სააგენტოში. 

Read 298 times