Back to Top
ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021 20:29

8 წელში ოკუპურებული ცხინვალის რეგიონიდან ქართულ სასწავლებლებში 47 ახალგაზრდა ჩაირიცხა

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აბიტურიენტებს, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა გამარტივებული წესით შეუძლიათ.

 

 

სურვილის შესაბამისად სტუდენტის სტატუსის მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გზითაცაა შესაძლებელი.

 

 

"სწავლის გაგრძელება ოთხწლიან უმაღლესი განათლების საბაკალავრო საფეხურზე, შეუძლიათ არაერთი გამარტივებული წესით შესაბამისი პროგრამის ფარგლებში. მათ შორის საშუალება აქვთ გამოცდების ფარგლებში მშობლიური ენა ჩააბარონ აფხაზურ/ოსურ ენაზე, ხოლო დანარჩენი საგნები - რუსულ ენაზე", -აცხადებენ შერიგების სამინისტროში.

 

 

უწყების ინფორმაციით, 2019-2020 წლებში საოკუპაციო ხაზზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, რის გამოც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან აბიტურიენტებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და გამოცდებში მონაწილეობა, ყველა დარეგისტრირებული აბიტურიენტი უგამოცდოდ იქნა ჩარიცხული უმაღლეს სასწავლებელში.

 

 

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის სურვილი 2012 წლიდან გამოთქვეს. ოფიციალური ინფორმაციით ცხინვალის რეგიონიდან ამ დრომდე სულ 47 ახალგაზრდაა ჩარიცხული საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

Read 123 times Last modified on ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021 20:35