Back to Top
ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021 20:41

თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით დევნილებს ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ

Rate this item
(0 votes)

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.

 

 

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის დევნილებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარედგინათ.

 

 

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს.

 

 

ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ დადგენილ კრიტერიუმების შესაბამისად, 51 გამარჯვებული გამოავლინა, მათ შორის ლიახვის ხეობიდან დევნილებიც არიან.

Read 120 times