Back to Top
ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021 10:39

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება 

Rate this item
(0 votes)

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება ღირებულება 2 570 000 ლარია.

 

 

სააღმზრდელო დაწესებულება 180 ბავშვს მოემსახურება. ორსართულიანი შენობის საერთო ფართი 1 520 კვ.მ-ია.

 

 

 

შენობაში მოეწყობა გასახდელები, ბუფეტი, საკუჭნაო, დარბაზი, საძინებელი, სათამაშო, პროდუქტების შესანახი, ექიმის, ადმინისტრაციის, ჭურჭლის სარეცხი, სამზარეულოს, ლიფტის, საევაკუაციო კიბისა და საქვაბე ოთახები.

 

 

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ასევე, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა. გათვალისწინებულია ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა.

 

 

ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირებისა და ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, განხორციელდება შენობის თბოიზოლაცია.

 

იგეგმება სასმელი წყლის, საკანალიზაციო, ელექტრო, გათბობის, გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების მონტაჟი.

 

 

პროექტს ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში.

Read 79 times