Back to Top
ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021 12:31

„მე ვირჩევ მშვიდობას“ - გორის N1 სკოლაში ახალი პროექტი განხორციელდება

Rate this item
(0 votes)

სსიპ ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის ქ. გორის N 1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლედი მარკოზაშვილი მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც გამოცხადდა პროექტის „ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ" ფარგლებში.


სკოლაში განხორციელდება პროექტი "მე ვირჩევ მშვიდობას" მე-11ა კლასელებისა და სკოლის კურსდამთავრებული ნინი გაგლოშვილის მონაწილეობით, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მანდატურები.

"პროექტის მიზანია სასკოლო საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაცხოვრების პოპულარიზაცია.პროექტის ამოცანები: მრავალფეროვან სამყაროში მშვიდობიანი ცხოვრების უნარების განვითარება; კრიტიკული აზროვნების, ტოლერანტობის, მოლაპარაკების წარმოების, მშვიდობის მშენებლობაში მონაწილეობის უნარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება" , - აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში.

როგორც ცნობილია, პროექტი ხორციელდება "საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრთან - Georgian Center for Strategy and Development-GCSD" პარტნიორობით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

Read 164 times