Back to Top
ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021 14:43

9 აპრილთან დაკავშირებული ღონისძიებები გორში წელსაც არ იგეგმება

Rate this item
(0 votes)

გასული წლის მსგავსად, გორში 9 აპრილთან დაკავშირებული ღონისძიებები პანდემიიდან გამომდინარე არც წელს გაიმართება.

 

 

გორის მერიის ინფორმაციით გორში სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა სულების პატივსაცემად მემორიალს გვირგვინით შეამკობენ, თუმცა სხვა სახის ღონისძიებები, რომელიც ხალხის შეკრებას ითვალისწინებს კორონავირუსის გავრცელების გამო, ხვალ არ გაიმართება.

 

 

1989 წლის 9 სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ყოველწლიურად აღევლინება, რომელსაც 9 აპრილის მოვლენების მონაწილენი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.

 

მერიაში ამბობენ, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით ხვალინდელი დღე გორში მოკრძალებულად აღინიშნება.

Read 124 times