Back to Top
ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021 15:13

გოგინაშვილი:გადაიხადოს გირაო მელიამ და გამოვა, თუ გათავისუფლება სურს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქციის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე მიხეილ გოგინაშვილი ნიკა მელიას პატიმრობის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მელიასთან ერთად პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას ხელს უშლის.

 

 

მიხეილ გოგინაშვილი ფიქრობს, რომ თუ მელიას გათავისუფლება სურს, პროკურატურის შეთავაზება უნდა გამოიყენოს და გირაო გადაიხადოს.

 

 

"აშკარად პროვოკაციაზე წავიდნენ ოპოზიციური პარტიები ნიკა მელიას თამადობით და სახელმწიფოს სახეში ესროლეს სამაჯური, რომლითაც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა ევლო. პროკურატურა არ არის წინააღმდეგი მის გათავისუფლებაზე თუ გირაოს გადაიხდის. გირაოს გარეშე როგორ გამოვა, მაშინ ყველა გავათავისუფლოთ, ვისაც გირაოს გადახდა აკისრია. გადაიხადოს გირაო, გამოვიდეს და თუ უნდა ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში, შევიდნენ პარლამენტში და იქიდან ჩაერთონ კანონების მიღების პროცესში. მოქალაქეებმა ისედაც იციან "სექტის" გარდა, რომ მაგათ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა კი არა ვითარების დაძაბვა და პროვოკაციები უნდათ", - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე "ქართული ოცნებიდან" მიხეილ გოგინაშვილი.

Read 166 times