Back to Top
ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021 15:30

კონფლიქტით დაზარალებულებსა და სოციალურად დაუცველებს ჭრა-კერვას უფასოდ შეასწავლიან

Rate this item
(0 votes)

გორში, 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს დასაქმების მიზნით გადაამზადებენ.

 

 

სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებს და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ ჭრა-კერვა უფასოდ შეისწავლიან.

 

 

პროექტი, რომელსაც სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერაა მხარდაჭერილი.

 

 

"პროექტის ფარგლებში გადამზადდება 25 ადამიანი, დასაქმდება 15 წარმატებული მოსწავლე. სწავლის ხანგრძლივობა 3 თვემდეა განსაზღვრული", - აცხადებს საწარმოს წარმომადგენელი, ნინო გიორგაძე.

 

 

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა მიმდინარე წლის 30 აპრილამდე შეეძლებათ.

Read 100 times