ვერცერთმა საკონკურსო პროექტმა ვერ დააკმაყოფილა საკონკურსო მოთხოვნები, ვერ გამოვლინდა გამარჯვებული. ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ქალაქ გორის და გორის მუნიციპალიტეტის მანამდე არსებული სიმბოლოების შესახებ და გადაწყვიტეს რომ მუნიციპალიტეტმა გამოიყენოს 2015 წლის 9 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #48 დადგენილებით ,,გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების-გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სიმბოლოები.
ამასთან, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის-გერბის და დროშის პროექტი შესათანხმებლად გადაეგზავნა საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს.