Back to Top
ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018 17:22

გორის მუნიციპალიტეტის 4 ბაღის ხელმძღვანელს მადლობის სიგელი გადაეცა

Rate this item
(0 votes)

მასწავლებელთა დაფასება მათი სტატუსის ამაღლებისთვის, დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და ეფქტური სოციალური პარტნიორობისთვის - მადლობის სიგელი გორში მოქმედი 4 საბავშვო ბაღის ხელმძღვანელს გადაეცა.

დაჯილდოვდნენ ასევე სკოლების წარმომადგენლებიც. ერთ-ერთი დაჯილდოვებული მე-6 ბაღის დირექტორი თინა წერეთელი ამბობს, რომ აღნიშნული მხარდაჭერა მისთვის მნიშვნელოვანი სტიმულის მიმცემი იქნება. 

სიგელების გადაცემა გორში, სასტუმრო ვიქტორიაში გამართულ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირის ადგილობრივი ორგანიზაციის მე-3 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე მოეწყო.

ღონისძიებაზე დამსწრეებმა განიხილეს სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის მიღწევები, იმსჯელეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პრობლემებზე, დასახეს სამომავლო გეგმები და აირჩიეს სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

,,2014-2018 წლებში, გორის რაიონულ ორგანიზაციას ნათია გაბროშვილი ხელმძღვანელობდა. კონფერენციის დელეგატებმა ის სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ამჯერადაც ერთხმად აირჩიეს. ნათია გაბროშვილმა დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა და მომავალი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო", - განმარტავენ შეხვედრის ორგანიზატორები.

კონფერენციის მუშაობაში, დელეგატებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და ვიცე-პრეზიდენტებმა :მარინა ალუღიშვილმა და ნათია კორძაძემ

Read 3149 times