Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018 10:56

გორის მერი ესპანეთში გენდერული საკითხების განსახილველად მივლინებით იმყოფებოდა

Rate this item
(0 votes)

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მივლინებაში წელს ორჯერ იმყოფებოდა.

ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის მერიიდან მიაწოდეს. 

თავზარაშვილი 10 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით თურქეთში, საფეხბურთო კლუბ "დილას" მიწვევით იმყოფებოდა. სამივლინებო ხარჯები გორის მერიის მიერ არ ანაზღაურებულა

გორის მერი 7 დღით იმყოფებოდა ესპანეთში ევროკავშირის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე "გენდერულ თანამშრომლობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის გამოცდილების გაზიარება". კონსტანტინე თავზარაშვილი ესპანეთში 25 მაისს გაემგზავრა. მივლინებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 273.94 ლარი გადაიხადა. 

Read 1837 times