Back to Top
პარასკევი, 06 ივლისი 2018 15:20

გორის რესურსცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 11 პრეტედენტი მონაწილეობდა

Rate this item
(0 votes)

„რესურსცენტრში იურისტი არ გვყავს, ვაკანსიაა გამოცხადებული“, - ამის შესახებ „მოზაიკას“ გორის რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა.

ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, კონკურსის პირველ ეტაპზე ორი კანდიდატი შეირჩა.

„კონკურსის ბოლო ეტაპზე ვართ, ტესტირებამ და საბუთების გადარჩევამ უკვე ჩაიარა და ველოდებით გასაუბრებას. 11 განაცხადიდან 2 კანდიდატი შეირჩა, რომლებმაც გადალახეს ტესტირებისთვის დაწესებული მინიმალური ზღვარი“, - გვითხრა ტერმაკოზაშვილმა

ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, რესურსცენტრის იურისტის ვინაობა გასაუბრების შემდეგ გახდება ცნობილი.

Read 1663 times