Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 09 ივლისი 2018 18:37

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ახრისის მკვიდრი გაათავისუფლა

Rate this item
(0 votes)

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მკვიდრი პაატა არაქელოვი გაათავისუფლეს.

არაქელოვი ქართულ მხარეს სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს. ამ წუთებში ის შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება. 

პაატა არაქელოვი 6 ივლისს, სოფელ ზემო არცევის სიახლოვეს დააკავეს რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით.

Read 1387 times