Back to Top
ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018 13:30

ყოფილმა გუბერნატორმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა

Rate this item
(0 votes)

“რეგიონში ჩემი სამსახურეობრივი საქმიანობა დაიწყო თქვენთან ურთიერთობით და დღეს შეგხვდით იმიტომ, რომ დაგემშვიდობოთ“, - ასე მიმართა აკაკი მაჭუტაძემ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს. 

ყოფილმა გუბერნატორმა ჟურნალისტების დამატებით კითხვებს არ უპასუხა. 

“სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა, გისურვებთ წარმატებას. ჩემი საქმიანობის პერიოდში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, - განაცხადა მაჭუტაძემ.

მაჭუტაძემ შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილში დაიკავა, მანამდე კი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

Read 1288 times Last modified on ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018 15:05