Back to Top
სამშაბათი, 31 ივლისი 2018 17:26

რუსეთი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ერთობლივ სამხედრო სწავლებას მოაწყობენ

Rate this item
(0 votes)

რუსეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ერთობლივ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას 2 ათასზე მეტი სამხედრო და 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს.

სამხედრო სწავლებაში ასევე ჩართული იქნება რუსეთის მე-4 საჰაერო არმია.

როგორც რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურში აღნიშნეს, სწავლების ფარგლებში ოკუპირებულ ცხინვალში სარდლობის გაერთიანებული პუნქტი შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში რუსეთის არმიის სამმართველოსა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ოფიცრები შევლენ.

სამხედრო სწავლება „ძარცემის“ პოლიგონზე 1-ლი აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ვადიმ ასტაფიევის თქმით, დასახული მიზნების შესრულებაში ჩართულნი იქნებიან სადაზვერვო, სარაკეტო და საინჟინრო დანაყოფები.

Read 1874 times