Back to Top
ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018 15:47

მაუწყებელთა ალიანსი შსს-ს მოუწოდებს "მოზაიკას" დირექტორის მიმართ გამოძიება შეწყვიტოს

Rate this item
(0 votes)

მაუწყებელთა ასოციაციამ გვანცა დოლუაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

AB შსს-ს მოუწოდებს ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტოს. 

"მაუწყებელთა ასოციაციის წევრი რადიოკომპანია ,,მოზაიკას” დირექტორის წინააღმდეგ გორის რაიონული სამმართველო ადმინისტრაციულ საქმეს ასკ-150 მუხლით აწარმოებს.

მხარისთვის უწყების მიერ გადაცემული მასალების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ეყრდნობა მხოლოდ რამდენიმე პოლიციელის ახსნა-განმარტებას, რომლებიც სხვა მტკიცებულებებით (ფოტო, ვიდეო, მოწმეთა ჩვენებები) გამყარებული არ არის. ჩვენებებით კი, თითქოს დასტურდება, რომ გვანცა დოლუაშვილმა რამდენიმე თვის წინ გორის ქუჩებში გააკეთა წარწერები: "სამართალი სად არის" , "მკვლელი ქუჩაშია".

AB მიიჩნევს, რომ საქმე თავისი შინაარსით ჰგავს შერჩევით წარმოებას, არის უსაფუძვლო და ატარებს გამოხატვის თავისუფლებისადმი საფრთხეებს. სწორედ ამიტომ, შსს-ს საქმის წარმოების შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნულია მაუწყებელთა ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"მკვლელი ქუჩაშია“ - სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩებში გაკეთებული ამ წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

წარწერების გაკეთებიდან დაახლოებით 2 თვის მერე, გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორ გვანცა დოლუაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება - პოლიცია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ასკ-ს 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

 

           ამავე თემაზე: ზეწოლა მედიასა და სამოქალაქო აქტივიზმზე - დოლუაშვილის განცხადება

 

 

Read 1534 times Last modified on ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018 17:28