Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018 14:29

“დია“-ს პროდიუსერი: ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა გვანცა დოლუაშვილს

Rate this item
(0 votes)

ტელეკომპანია “დია“-ს საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი რადიო “მოზაიკას“დირექტორს სოლიდარობას უცხადებს.

გიორგი ახალკაცს მიაჩნია, რომ სამოქალაქო აქტივიზმისთვის ადამიანებს არ უნდა სჯიდნენ.

“ცალსახად, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი პროფესიულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, თუმცა ვთვლი, რომ მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არ უნდა მოხდეს გვანცა დოლუაშვილის დაჯარიმება. ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო აქტივიზმი არ უნდა იყოს დასჯადი. მე დეტალურად არ ვიცნობ საქმეს, მაგრამ ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა გვანცა დოლუაშვილს“, - განაცხადა გიორგი ახალკაცმა.

Read 1239 times