Back to Top
ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 11:50

რაზმაძე: სადგურის საბავშვო ბაღის ტენდერი არასწორი დოკუმენტაციის გამო ჩავარდა

Rate this item
(0 votes)

“ჩვენც ძალიან გვაწუხებს სადგურის ბაღის საკითხი. ბოლოს ტენდერი ჩავარდა იმიტომ, რომ დოკუმენტაცია იყო გასასწორებელი წინა მუნიციპალიტეტის დროს“, - ეს განცხადება რადიო “მოზაიკასთან“ საკრებულოს თავმჯდომარემ გააკეთა.

დავით რაზმაძეს თქმით, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყება სატენდერო დოკუმენტაციაში ხარვეზების გამო გაჭიანურდა. 

“დოკუმენტაციაში იყო რაღაცა ხარვეზები, ჩავარდა ბოლო ტენდერიც, მერიაში მითხრეს, რომ გაასწორებენ და მალე გამოცხადდება ახალი ტენდერი. ჩემი ინიციატივა იყო მაგ დასახლებაში ბაღის აშენება, მაგრამ დოკუმენტაცია არასწორად იყო წარმოებული წინა მუნიციპალიტეტში, არ იყო გათვალისწინებული რაღაც საკითხები. როგორც ახლა მითხრა მერიამ, გავასწორებთო და გამოცხადდება ტენდერი“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.

Read 1164 times