Back to Top
სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018 15:56

ენერგო პრო ჯორჯია: არჩევნების ღამეს დენის მიწოდება არ შეწყდება, თუ ავარიული გათიშვა არ მოხდა

Rate this item
(0 votes)

ენერგო პრო ჯორჯიას განცხადებით 28 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტში დენის გათიშვა მოსალოდნელი არ არის.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადება გეგმიური სამუშაოები არჩევნების პერიოდში გათვალისწინებული არ არის, როდესაც ამის საჭიროება დგება, აბონენტს კომპანია სმს შეტყობინების სახით რამდენიმე დღით აცნობს. 

"წინასწარ დაგეგმილი სამუშაოები არჩევნების დღეს არ გვაქვს გათვალისწინებული, თუ რაიმე ავარიული გამორთვა იქნება ამის შესახებ წინასწარ ვერ გეტყვით", - აცხადებენ ენერგო პრო ჯორჯიაში.

ამავე თემაზე: კომისიის თავმჯდომარე: არჩევნების ღამეს დენს გათიშავენ და დაგვავალეს, ბიულეტენები ჩავყაროთ

Read 1062 times