Print this page
ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018 12:18

მანანა თვაური: ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლები ჩვენ თანასოფლელებს ეხმარებიან

Rate this item
(0 votes)

შავშვების ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის, მანანა თვაურის ინფორმაციით, ე.წ. მოსაზღვრე ოსური სოფლების მაცხოვრებლები ქართულ მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ხშირად ეხმარებიან.

ამის შესახებ მან გადაცემაში "კავშირგაბმულობა" ისაუბრა. მანანა თვაურმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულთა შემთხვევები გაიხსენა და აღნიშნა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ამ ფაქტების თავიდან აცილებაში ქართულ სოფლებში მაცხოვრებლებს ოსები დაეხმარნენ.

"ყველგან არაა ეს მავთულხლართები. ზოგგან მხოლოდ თხრილები აქვთ გაკეთებული, საიდანაც საქონელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისუფლად გადადის, იყო შემთხვევები, როდესაც ოსურ სოფლიდან, წინაგარადან ადგილობრივმა მოსახლეობამ გამორეკა ნახირი ჩვენსკენ. ამის უშუალო შემსწრე მე ვარ, რომ არ მომხდარიყო ჩვენი თანასოფლელების გადასვლა საქონლის მოსაძებნად და არ მომხდარიყო შემდეგ უკვე მათი დაკავება რუსი მესაზღვრეების მიერ", - აღნიშნა მანანა თვაურმა.

Read 1239 times