Back to Top
ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018 13:44

გორის მერი ჩინეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილი ჩინეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა. გორის მერმა და შანსის პროვინციის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
                                    

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტულ ადგილებსა და ტურიზმის განვითარებას.
 

"დღეს ჩინეთის დელეგაცია გვსტუმრობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გორის მერიის ერთ - ერთი პრიორიტეტი სწორედ ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობაა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ და შევქმნათ ისეთი პირობები, რომ მუნიციპალიტეტში ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ვცდილობთ, რომ ტურისტებისთვის გორი და ჩვენი სოფლები იყოს მიმზიდველი და საინტერესო. ეს ყველაფერი კი ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება“. - გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

Read 1201 times