Back to Top
ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018 15:32

ლექსო მერებაშვილი: წინასაარჩევნო პერიოდში ხშირია თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენების ფაქტები

Rate this item
(0 votes)

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და ამბობს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, საარჩევნო გარემო ბევრად დაძაბული და პოლარიზებულია. 

“მმართველი გუნდის მხრიდან ადგილი აქვს არასამთავრობო სექტორის დისკრიმინაციის მცდელობას, რაც ემსახურება იმ მიზანს, რომ მოხდეს ამ ორგანიზაციების აზრისა და არჩევნებთან დაკავშირებული შეფასებების დისკრედიტაცია და აჩვენოს, რომ თითქოს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გარდა ამისა, არის მცდელობა, რომ გამოიყენონ თანამდებობრივი მდგომარეობა. ამ შემთხვევაში, ადგილობრივ დონეზე მიხეილ გოგინაშვილის მიმოწერასთან დაკავშირებული ამბავი გამახსენდა. ასევე ადგილობრივ დონეზე, მერიის მაღალჩინოსნის მიერ საპროტესტო აქციის გამართვისას გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები და მსგავსი რამ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ნამდვილად არ ემსახურება დემოკრატიულ და მშვიდი გარემოს შექმნას“, - განაცხადა ლექსო მერებაშვილმა.

Read 1287 times Last modified on ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018 16:05