Back to Top
პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018 10:34

ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

Rate this item
(0 votes)

"ცხრა წლის გოგონას მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია," – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ გორში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბრალდებული ი.ნ. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

„შსს-ს შემადგნელობაში შექმნილი სპეციალური ჯგუფისა და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის მიერ, ცხელ კვალზე დადგენილი იქნა დანაშაულის ჩამდენი პირი ი.ნ.

ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ასევე იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა ბავშვი, შესწავლილი იქნა დეტალურად თითოეული ბინა, სადაც საეჭვო სისხლის კვალი აღმოაჩინეს. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.

ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად ზემოხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე სხვა მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც არის საქმეში, დააკავეს ი.ნ. სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე“, – განაცხადა საბანაძემ.

ფოტო შერჩეულია თემატურად.

Read 26054 times Last modified on პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018 10:39