Back to Top
პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018 11:34

მე-5 სკოლის დირექტორი: მოკლულ მოსწავლეს ჩანთაში სახლიდან გამოტანებული ფული აღარ ჰქონდა

Rate this item
(0 votes)

მეხუთე სკოლის დირექტორის განცხადებით, მოკლულ ცხრა წლის გოგონას კონფლიქტი არასდროს არავისთან ჰქონია. 

"აქაც იყო პოლიცია მოსული. დეტალურად შეისწავლეს ყველაფერი. ბავშვი გავიდა სკოლიდან გაკვეთილების დამთავრების შემდეგ. არავის არაფერი შეუმჩნევია განსაკუთრებული. გოგონას კონფლიქტიც კი არ ჰქონია ვინმესთან. შემდეგ, ცეკვაზე უნდა მოსულიყო. ცეკვის ფული გამოატანეს სახლიდან. როგორც აღმოჩნდა, ჩანთაში ის ფულიც აღარ ედო, რაც გამოატანეს. შოკირებულნი ვართ ყველა", - აცხადებს მეხუთე სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელი.

Read 4026 times